აფხაზეთის ვირტუალური არქივი - AVA

აფხაზეთის ვირტუალური არქივი - AVA არის ვებ-არქივი, სივრცე, სადაც განთავსებულია საარქივო ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა, ასევე საოჯახო არქივები.

ვებ-გვერდი შეიქმნა აფხაზეთით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ეს ვირტუალური სივრცე აერთიანებს მასალებს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ეროვნული არქივების და მუზეუმების მასალების გარდა, AVA პირად არქივებსაც აგროვებს; დაინტერესებული პირი, ვისაც შესაბამისი მასალა აქვს, თავად შეძლებს ინფორმაცია გამოგზავნოს და ვებ-არქივის ყველა მომხმარებლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

ამ მასშტაბური მიზნის განხორციელებაში ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, ხელოვნების სასახლე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის სრულყოფისთვის სხვა ინსტიტუციებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. უპირველეს ყოვლისა კი აფხაზური ორგანიზაციები და კერძო პირები.

AVA ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით.

Government

ჩვენი პარტნიორები

National Archives of Georgia Literature Museum The National Parliamentary Library of Georgia Research Center for Georgian-Abkhazian Relationships National Centre of Manuscripts Art Palace The Archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia