სოხუმის ხედები; ქუჩები; სასტუმროები, აერო და საზღვაო პორტები; რკინიგზის სადგური; გემები, იახტები; პლიაჟები;
ზღვაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები: დოქები, მონეტები, ფიგურები; ე.წ. „აფხაზეთის დიდი კედელი“ს ნაშთები; ბესლეთის ხიდი; ბაგრატის ციხის ნანგრევები; აფხაზური სამზარეულო - წვავენ მწვადს, აცხობენ ხაჭაპურებს, ხარშავენ ღომს; სოხუმის ქუჩები, კაფეები, სვამენ ყავას;
ჩაის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი აპოლონ ქარქაშაძე; სოხუმის ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი; მაიმუნების სანაშენე - პიტომნიკი;
ქალაქის არქიტექტურა, ქუჩები, ეთნოაანსამბლ „ნართა“ს წევრები; მეთევზეები ზღვაში.
სოხუმის უნივერსიტეტი, საუბრობს რექტორი - დოცენტი ზაურ ავიძბა; ფოლკლორული ცეკვები, ცხენებით ჯირითი; თეატრი და სხვა ღირშესანიშნავი ადგილები, სამშობიარო სახლი ახალშობილებით; ზღვა, სანაპირო...
საქ. ტელეფილმის ნაწარმოები.
რეჟისორი ბასინოვი