საბჭოთა აფხაზეთი

პირველი მაისის სახალხო მსვლელობა სოხუმში; ტრიბუნაზე მთავრობა; ბორის ადლიბა კადრში; მეჩაიეთა შეკრება სოხუმში, ოთარ ჩერქეზია ტრიბუნასთან, პრეზიდიუმში ჯ. პატიაშვილი; გურამ მგელაძე სიტყვით; ბორის ადლიბა სიტყვით; სხვა გამომსვლელები; პატიაშვილი ტრიბუნასთან; მეჩაიები პლანტაციებში; სოხუმის ფუტკრების სანაშენე; სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური; გალის რ-ნი, სოფელი შეშელეთი - სტუმრები ილია ვეკუას სახლ-მუზეუმში 80 წლის იუბილის გამო, გამომსვლელები. იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტის კადრები; ლენინური შაბათობა სოხუმის ქუჩებში; ტაძრები: ილორის წმ. გიორგის ეკლესია.

სოხუმი

სოხუმის ხედები; ქუჩები; სასტუმროები, აერო და საზღვაო პორტები; რკინიგზის სადგური; გემები, იახტები; პლიაჟები; ზღვაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები: დოქები, მონეტები, ფიგურები; ე.წ. „აფხაზეთის დიდი კედელი“ს ნაშთები; ბესლეთის ხიდი; ბაგრატის ციხის ნანგრევები; აფხაზური სამზარეულო - წვავენ მწვადს, აცხობენ ხაჭაპურებს, ხარშავენ ღომს; სოხუმის ქუჩები, კაფეები, სვამენ ყავას; ჩაის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი აპოლონ ქარქაშაძე; სოხუმის ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი; მაიმუნების სანაშენე - პიტომნიკი; ქალაქის არქიტექტურა, ქუჩები, ეთნოაანსამბლ „ნართა“ს წევრები; მეთევზეები ზღვაში. სოხუმის უნივერსიტეტი, საუბრობს რექტორი - დოცენტი ზაურ ავიძბა; ფოლკლორული ცეკვები, ცხენებით ჯირითი; თეატრი და სხვა ღირშესანიშნავი ადგილები, სამშობიარო სახლი ახალშობილებით; ზღვა, სანაპირო... საქ. ტელეფილმის ნაწარმოები. რეჟისორი ბასინოვი

აფხაზეთის მარგალიტი

ფილმში ნაჩვენებია ბიჭვინთის ხედები, პლიაჟები, დასასვენებელი სახლები, რესტორნები. ფიჭვნარი; კეგლ-ბარი, საბილიარდო; მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ჭადრაკს ეთამაშება ერთდროულად რამოდენიმე მოყვარულს; უცხოელი ტურისტები საუნაში; სპორტული მოედნები, კორტები; კურორტის თანამშრომლები ღებენ ერთობლივ ფოტოეებს; სიმღერისა და ცეკვის ეროვნული ანსამბლების გამოსვლები; ზღვის სანაპიროზე ინსცენირებული წარმოდგენები; მე-11 საუკუნის ბიჭვინთის ტაძარში ხალხი უსმენს ორღანს; დისკობარები; სანაპირო მზის ჩასვლისას. ფილმზე მუშაობდნენ: ჯუმბერ ებრალიძე, პ. სუხოვი, ა. ბაქრაძე, ი. კრეპსი და სხვ. საქ. ტელეფილმების სტუდია.
...

მერი პროკოფის ასული შარვაშიძე

წარწერა ფოტოზე: „Моей дорогой Бабочке, მერი“

ძიების პარამეტრებია:

სულ ნაპოვნია:
2704 ჩანაწერი