...

ივანე თარბა

წარწერა ფოტოზე: „ლიტერატურის მუზეუმს ვუძღვნი. ი. თარბა“

ერთი წლის შემდეგ

ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მიღწევებსა და პრობლემებზე.

ივანე თარბა

ინტერვიუს უძღვება აფხაზეთის მწერალთა კავშირის წევრი ინალიფა. ივანე თარბა საუბრობს თავის ბიოგრაფიაზე, აფხაზ პოეტებზე, ახალგაზრდობაზე.

საბჭოთა აფხაზეთი

სოხუმი, ბიჭვინთა - პლაჟები და სანატორიუმები; დამსვენებლები. აფხაზეთი აღნიშნავს ავტონომიური რესპუბლიკის 50 წელს; სტუმრები ამ თარიღათან დაკავშირებით სხვა ავტონომიური რესპუბლიკებიდან; საზეიმო სხდომა სოხუმის დრამატულ თეატრში; პიონერები; პრეზიდიუმში: მჟავანაძე, კობახია, გელაშვილი და სხვ. კობახია სიტყვით; მჟავანაძე სიტყვით; აფხაზეთის უხუცესთა ფოლკლ. გუნდი ასრულებს აფხაზურ სიმღერას ფერხულით; აფხაზეთის პეიზაჟები; რიწის ტბა. ფილმზე მუშაობდნენ: გ. ვეფხვაძე; თ. კეშელავა. ნ. ნამგალაძე; საქ. ტელეფილმების სტუდია.

ალამისი

აფხაზეთის გუდაუთის რ-ნის სოფელი ლიხნი. მხრცოვანი, უხუცესი აფხაზების კრება ლიხნში - განიხილავენ მეზობლის ცუდ საქციელს. აფხაზი თავადების შერვაშიძეების (ჩაჩბა) სასახლის ნანგრევები ლიხნში. მე-10 - მე-11 საუკუნეების ლიხნის ტაძარი - იქ შემორჩენილი ქართული წარწერის შესახებ. სოფლის თავმჯდომარე ჰაკიბეი აიბა. სოფლის მეურნეობა ლიხნში. ჩაის პლანტაციების დამუშავება მექანიზირებული წესით. ჰაკიბეი აიბა კრებაზე პრობლემური საკითხების შესახებ. სოფლის მშრომელები საუბრობენ იმ მიზეზების შესახებ, რომელმაც გამოიწვია ჩაის ხარისხის გაუარესება. გვალვისგან დამსკდარი მიწა. პლაჟი დამსვენებლებით. ჩაის წარმოების სხვა ხარვეზები. ჩაის მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების გზებზე საუბრობს ჰაკიბეი აიბა. ყმაწვილები ცხენებთან ერთად მდინარეში წუწაობენ. მეცხოველეობის ფერმა შემოტანილი ჯიშის ძროხებით. რაჭიდან ჩამოსახლებული ოჯახები, რომლებიც მევენახეობას მისდევენ აფხაზეთში. აკაკი რეხვიაშვილი, რომელიც უხუცესთა საბჭოში იქნა არჩეული. იგი საუბრობს, თუ როგორ მეგობრულად ცხოვრობენ ადგილობრივები და ჩამოსახლებული რაჭველები. ლიხნის მაცხოვრებელთა სახლები და ეზოები. ახლად აშენებული სკოლა სოფელში, სადც სამ ენაზე მიმდინარეობს სწავლა. ბავშვები რთველზე - კრეფენ ყურძენს. ცხენოსნები ავარჯიშებენ ცხენებს. საზეიმო შეხვედრა სკოლის ეზოში - ჰაკიბეი აიბა აჯილდოებს შრომაში მუყაოთობით გამორჩეულ მოწაფეებს. სიმინდის მოსავლის აღება, ჩალის დამზადება. თამბაქოს დამზადება. გიდელით ყურძნის მოგროვება. სასიმინდეში (ნალიაში) სიმინდის ჩაყრა. გაეროს დელეგაცია სტუმრად სოფელ ლიხნში. ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა პროფკავშირების ორგანიზაციის დელეგაცია სტუმრად სოფელში. სოფლის სახალხო ზეიმი „ლიხნაშტა“ - სტუმრები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან. შეჯიბრი ცხენოსნობაში. უხუცესების ცეკვა ღია სცენაზე. ლიხნის ტაძრის, შერვაშიძეების დანგრეული სასახლის ხედი ჰაერიდან. „ალამისი“ აფხაზურიდან უნდა ნიშნავდეს „სინდისს„, „ ღირსებას“.

ძიების პარამეტრებია:

სულ ნაპოვნია:
2704 ჩანაწერი